,  თბილისი

ისტორიის შემქმნელთა მოგზაურობა

ვქმნით ისტორიას საქართველოში!

ისტორიის შემქმნელები საქართველოში ჩამოყალიბდა 2016 წელს. ეს იყო ფანტასტიური ერთი კვირა, როდესაც ერთად განვიხილავდით ბიბლიურ 8 ძირითად ღირებულებას. ამის შემდეგ მონაწილეები წავიდნენ და მიღებული ცოდნა გამოიყენეს სხვა ლიდერების აღსაჭურვად, რათა შეასრულონ სახარების დიადი დავალება.

 

ახლო ურთიერთობა ღმერთთან

ღმერთი ეძებს კურთხეულ მამაკაცებსა და ქალებს, ვინც ღრმად შედის მასთან ახლო ურთიერთობაში.

მკის ძლიერი სურვილი

ღმერთი ეძებს ქალებსა და კაცებს რომლებიც განიცდიან ქრისტეს გარეშე მყოფ ადამიანთა გამო. იესო მოვიდა რათა "მოძებნოს და იხსნას დაკარგული." ღმერთის სურვილია, რომ ყველას ცხოვრება განიცდიდეს ცვლილებას.

ქმედითი ხელმძღვანელობა

ღმერთი ეძებს ქალებსა და კაცებს, რომლებიც ბიბლიურ ხედვას არიან მიძღვნილნი, ისახავენ მიზნებს, ეწევიან ქრისტეს სხეულის მობილიზებას და ლახავენ ყველა დაბრკოლებას, რაც წინ ელოდებათ ერებისათვის ქრისტეს უწყების მიტანის გზაზე.

კულტურასთან შესაბამისი ევანგელიზაცია

ღმერთი ეძებს ქალებსა და მამაკაცებს, ვინც ცხოვრობს და ასწავლის სახარებას ძალითა და გრძნობით კულტურასთან შესაბამისობაში, რათა სახარების მარადიული ჭეშმარიტება გაგებულ და მიღებულ იქნეს მსოფლიოს ყველა კულტურაში.

ლიდერების გამრავლება

ღმერთი ეძებს ქალებსა და მამაკაცებს, ვინც იმოწაფებს, წვრთნის და მენტორობას უწევს სხვა ლიდერებს, ვინც წამოწევს ხელმძღვანელებს და ეფექტურად ამზადებს მათ.

ოჯახის პრიორიტეტი

ღმერთი ეძებს ქალებსა და მამაკაცებს, ვინც დარწმუნებულია იმაში, რომ ოჯახი არის საზოგადოების სამშენებლო მასალა ღმერთის ხელში და ოჯახებს ლიდერთა განვითარების პრიორიტეტად მიიჩნევენ.

მნეობა (მენეჯმენტი)

ღმერთი ეძებს ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც ერთგული მნეები არიან ფინანსებში, დროში და სულიერ ნიჭებში, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე მსახურებაში. შედეგად ეს ადამიანები ახლოს არიან სახარებასთან.

პატიოსნება

ღმერთი ეძებს მამაკაცებსა და ქალებს, ვინც ცხოვრობს წმინდა ცხოვრებით და გრძნობს ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ღმერთისა და ქრისტეს სხეულის-ეკლესიის წინაშე. პატიოსნება განადიდებს ღმერთს, იცავს ლიდერებს წაბორძიკებისაგან და ხელს უწყობს ზრდას.

HM 2018

  • როდის და სად?

    როდის და სად?

  • ვინ?

    ვინ?

  • ფასი?

    ფასი?

ისტორიის შემქმნელთა მოგზაურობა 2016

Play   

დამოწმებები

რას ამბობენ ისტორიის შემქმნელთა მოგზაურობაზე?

ლელა, ლიდერი

ისტორიის შემქმნელებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე. უფრო მეტად გამზარდა და დამაახლოვა ჩემი ცხოვრების მთავარ მიზნებთან. ის, რასაც მხოლოდ ოცნებას ვეძახდი ისტორიის შემქმნელების კურსის გავლის შემდეგ ხედვა გახდა და უფრო მონდომებით დავიწყე მის მისაღწევად ბრძოლა. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ახალგაზრდა ლიდერებს აქვთ ამ კურსის გავლის შესაძლებლობა და უფრო მეტად მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ მეც შემიძლია მოვემსახურო მათ ჩემი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით.

ლედი, სტუდენტი

ისტორიის შემქმნელთა პროგრამა ძალიან კარგი საშუალებაა ცვლილებებისთვის და განახლებული ცხოვრების დასაწყებად. მან ჩემთვის უფრო მკაფიო გახადა, თუ რაში მიწოდებს უფალი და რითი შემიძლია ადამიანებს მოვემსახურო. მშვენიერი გამოცდილება იყო ჩემთვის ახალ გაცნობილ მეგობრებთან მოზიარეობა.

თაზო, სტუდენტი

მომეწონა ის ფაქტი, რომ ღმერთმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთი კომფერენციის ფარგლებში გაგვაერთიანა. საოცარია უფლის ნება და მისი გეგმები. ამ სემინარებმა გამამხნევა, შემმატა გამოცდილება და მეტად მიმაახლოვა უფალთან. ასევე დავინახე, რომ ზრდისთვის ძალზე მნიშვნელოვანია უფლის სიტყვის სწავლა და საკუთარ თავზე შრომა, რადგან სწორედ ამ გზით იზრდება ადამიანი ქრისტეს შემეცნებაში. ასევე ძალიან მენატრება ჩემი უცხოელი მეგობრები და იმედი მაქვს ოდესმე კიდევ შევხვდები მათ. ამავე დროს მინდა მსგავსი სემინარი ჩემს ქვეყანაში კიდევ მრავალ ადგილას ჩატარდეს, რათა მეტი ადამიანი მიეძღვნას უფალს და მისდამი მსახურებას.

>>

საკონტაქტო

:

,

თბილისი

Rachel Hardgrave

საქართველოს ჩემპიონი